სევეროდონეცკში, რუსული დაბომბვის შედეგად ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ს ჟურნალისტი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკში რუსული დაბომბვის შედეგად ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ს ჟურნალისტი, ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელსაც ევაკუაციის ფარგლებში, მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გამოეყვანა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაღუპული ჟურნალისტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი უკრაინაში იმყოფებოდა ომის რეალობის საჩვენებლად. ჰუმანიტარულ ავტობუსში მშვიდობიანი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც იძულებულნი იყვნენ რუსულ ბომბებს გაქცეოდნენ, ის სასიკვდილოდ დაჭრეს. ვიზიარებ ფრედერიკ ლეკლერ-იმჰოფის ოჯახის, ახლობლებისა და კოლეგების ტკივილს და ვუსამძიმრებ მათ. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც ასრულებს ინფორმირების რთულ მისიას საომარი მოქმედებების თეატრში“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები