სომხეთის პრეზიდენტი: მოხარული ვარ, რომ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ვეწვიე მეგობარ ქვეყანას – საქართველოს

“მოხარული ვარ, რომ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ვეწვიე მეგობარ ქვეყანას – საქართველოს”, – ეს ჩანაწერი სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სამახსოვრო წიგნში გააკეთა.

სომხეთის პრეზიდენტის თქმითვე, ის დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერებაში ის და და საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

“მოხარული ვარ, რომ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ვეწვიე მეგობარ ქვეყანას – საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კარგი მეზობლური ურთიერთობების მქონე სახელმწიფოების პრეზიდენტებს, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები