ილია დარჩიაშვილი: პრემიერმინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. როგორც ცნობილია, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, რაც აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიზიტების დინამიკა აქტიურდება და ამის ძალიან კარგი მაგალითია დღეს საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ახალი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერს ჰქონდა პოლიტიკური შეხვედრები მის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერსა და  საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალტერნატიულ პრემიერმინისტრთან, სადაც საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

„იყო პოლიტიკური შეხვედრები, პრემიერმინისტრს ჰქონდა შეხვედრები თავის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერსა და  საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხების ძალიან ფართო სპექტრზე, სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც გამოირჩევა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და პრემიერმინისტრის ვიზიტი ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები