თენგიზ ცერცვაძე: მედიცინის ისტორიაში მუდამ ჩნდებოდა, ჩნდება და გაჩნდება ახლად წარმოქმნილი ინფექციები, უნდა შევეგუოთ, რომ ეს სულ ასე იქნება
“ახლად წარმოქმნილი ინფექციების გაჩენა არის ბუნების, ვირუსებისა და ბაქტერიების კანონზომიერება, ეს სულ ასე იქნება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ვირუსების მართვის სწავლა, ყოველგვარი პანიკის გარეშე.
„მსოფლიო და მედიცინის ისტორიაში მუდამ ჩნდებოდა, ჩნდება და გაჩნდება ახლად წარმოქმნილი ინფექციები. უნდა შევეგუოთ, რომ ეს სულ ასე იქნება, ეს არის ბუნების, ვირუსებისა და ბაქტერიების კანონზომიერება. ჩვენ ყოველგვარი პანიკის, თითოეულზე მწვავე რეაგირების გარეშე უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსების კოორდინირებული მართვა და თანამშრომლობა მედმუშაკებსა და პაციენტებს შორის და არ არის საჭირო ჭარბი ემოციები“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.