მოსკოვი პუტინის ავადმყოფობის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ „საღ გონებაზე მყოფი ადამიანები“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინში ავადმყოფობის ნიშნებს ხედავდნენ.
ამის შესახებ ლავროვმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი ყოველდღე ჩნდება საზოგადოებაში, შეგიძლიათ, უყუროთ მას ეკრანებზე, წაიკითხოთ და მოუსმინოთ მის გამოსვლებს. არ მგონია, საღ გონებაზე მყოფმა ადამიანები მასში რაიმე სახის ავადმყოფობის ან სნეულების ნიშნებს ხედავდნენ. ამას ვტოვებ მათ სინდისზე, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელებს, მიუხედავად ყოველდღიური შესაძლებლობისა, დარწმუნდნენ, ვინ და როგორ არის ან გამოიყურება“, – განაცხადა დიპლომატმა.