ონის მერის პირველმა მოადგილემ სოფელ ლაგვანთაში, 2020 წლის სტიქიის შედეგად დაზიანებული, მდინარე საკაურაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
ონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, სოფელ ლაგვანთაში 2020 წლის 28-29 ივლისის თვეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მდინარე საკაურაზე, სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99” ასრულებს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 387 551 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება.