ნიგერიაში უფასო საკვებისთვის ჭყლეტაში ხალხი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, გრეის ირინგ-კოკოს თქმით, დაღუპულია 31 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი და სამი ბავშვი.
„ხალხი დილით ადრე შეიკრიბა ეკლესიასთან, სადაც უფასო საკვებს და ნივთებს არიგებდნენ, ზოგმა მოთმინება დაკარგა რამაც ჭყლეტა გამოიწვია. პოლიცია ადგილზე იყო და ვითარებას აკვირდებოდა, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირინგე-კოკომ.