ავსტრიის კანცლერმა პუტინის სამხედრო ლოგიკაზე ისაუბრა

რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, უკრაინის მიმართ თავისი ნარატივების ერთგული რჩება. აღნიშნულის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლს ჰეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ისაუბრა.

„ის ჯერ კიდევ თავის სამხედრო ლოგიკით და თავისი ნარატივით მოქმედებს“, – განაცხადა ნეჰამერმა ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას – შეიცვალა თუ არა პუტინის პოლიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით მათი ბოლო საუბრის შემდეგ, რომელიც ერთი თვის წინ შედგა.

ნეჰამერმა აღნიშნა, რომ როდესაც საუბარი უკრაინას ეხება, პუტინი ცდილობს მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისროს – „თითქოს ჩვენ, ევროპა, დამნაშავეები ვართ რომ ვითარება ენერგეტიკულ ბაზარზე და მსოფლიოს სასურსათო უზრუნველყოფაში ჩვენი სანქციებით არის გამოწვეული“, – განაცხადა ნეჰამერმა.

„მე მას მივუთითე, რომ არანაირი სანქცია არ იქნებოდა, რომ არა – ომი“, – აღნიშნა ნეჰამერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები