ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ფოთში, ჯართის გადამამუშავებელ ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კედლები.

კორპუსში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს. მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ხშირად ხდება, რაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის. ამასთან, მცხოვრებლების ცნობით, ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები