ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობასა” და “ლელოზე”: პირველ ყოვლისა, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ
„ნაცმოძრაობა“ და „ლელო“ – პირველ ყოვლისა, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“გუშინ სამ საათს გრძელდებოდა აგიტაცია სხდომათა დარბაზში საქართველოს მიერ კანდიდატის მიღების წინააღმდეგ. თვითონ გაყიდეს საკუთარი თავი. ზუსტად ეს ხალხი დადის ევროპაში, ეს არის ორი მთავარი პარტია -„ნაცმოძრაობა“ და „ლელო“, პრინციპში ერთი და იგივე პარტიაა. ისინი არიან, პირველ ყოვლისა, ის ადამიანები, ვინც აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, სახელებით და გვარებით ვინ იყო ჩასული, შეგიძლიათ ამოიღოთ. ამოიღეთ ვიზიტორების სია, ვინ იყო „ნაცმოძრაობიდან“ და „ლელოდან“ ჩასული ბრიუსელში და ეს არის პასუხი, ვინც იყო ყველა აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.