“პუტინი დონბასის მიწას დიდი დანაკარგის ფასად ღრღნის” – ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსული საოკუპაციო ძალები დონბასში „მიწის ღრღნას“ აგრძელებენ და დასძინა, რომ პუტინი ნელ, მაგრამ ხელშესახებ პროგრესს აღწევს.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვშიშობ, პუტინი დონბასში მიწების ღრღნას თავისი და რუსი სამხედროებისთვის დიდი დანაკარგების ფასად აგრძელებს. ის აგრძელებს თანდათანობით, ნელი, მაგრამ ვშიშობ, ხელშესახები პროგრესის მიღწევას, ამიტომ, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა“, – დასძინა მან.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი შეტევითი იარაღი, მათ შორის, შორი მანძილის რეაქტიული სისტემები.

„ვფიქრობ, ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოგვადუნოს უკრაინელების წარმოუდგენელმა გმირობამ, რომლებმაც რუსები კიევის კარიბჭიდან უკან დააბრუნეს“, – დასძინა ჯონსონმა.

მან ასევე პუტინთან უკრაინის პოტენციურ მოლაპარაკებებზე ისაუბრა და რუსეთის ლიდერი ნიანგს ისევ შეადარა.

“როგორ შეგიძლია, გაუმკლავდე ნიანგს, როცა ის შენს მარცხენა ფეხს ჭამს? ამ ბიჭს საერთოდ არ უნდა ენდო”, – თქვა ჯონსონმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები