ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში საწვრთნელი პოლიგონი დაბომბეს – სულ მცირე, 10 სამხედროა დაღუპული, ათობით დაშავებული

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაბომბილია ეროვნული გვარდიის საწვრთნელი პოლიგონი.

ქალაქ დნიპროს საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელის, გენადი კორბანის ინფორმაციით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული.

მისი თქმით, რუსეთმა “ისკანდერი” გამოიყენა.

ფრთოსანი რაკეტა როსტოვის რეგიონიდან იყო გაშვებული. სამი რაკეტიდან მხოლოდ ერთი მოხვდა მიზანში.

მომხდარის შედეგად 30-35 სამხედროა დაჭრილი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები