CNN: აშშ უკრაინისთვის შორი მანძილის სარაკეტო სისტემების გადაცემაზე ფიქრობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში შორი მანძილის რეაქტიული ზალპური სისტემების გაგზავნაზე ფიქრობს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, მომავალ კვირას შეერთებული შტატები დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც რეაქტიული ზალპური სისტემებიც შევა.

აღინიშნება, რომ ასეთი ტიპის იარაღის გადაცემის შესახებ ვაშინგტონს კიევმა რამდენიმე კვირის წინ მიმართა, თუმცა, თეთრმა სახლმა მაშინ უარი თქვა იმის შიშით, რომ უკრაინას შეეძლო ამ იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად, რაც, თავის მხრივ, კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაციას გამოიწვევდა.

CNN-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე ასევე დაისვა კითხვა, ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ამგვარი მიწოდება თავად შეერთებული შტატების უსაფრთხოებას, რადგან ამ ტიპის იარაღის მარაგი მწირია.

გასულ კვირას პენტაგონის ოფიციალური პირები, იარაღის წარმოების გაზრდის მიზნით, Lockheed Martin-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ.

CNN-ის წყაროების თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა, იყოს უკრაინისთვის მოკლე რადიუსის სარაკეტო სისტემების მიწოდება.   უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები