ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს, არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონი დაბომბეს, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა.

როგორც ოპერატიული სარდლობის “სამხრეთის” წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ ნაზაროვმა განაცხადა, ყველაზე მეტი ჭურვები მიკოლაევსკის და ბაშტანსკის რაიონებში ჩამოვარდა.

“სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. კერძოდ, ბერეზნეგოვატოიეს მიდამოებში ორ ქალს, რომლებიც ძროხებს აძოვებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს, მათგან ერთი დაიღუპა”, – განაცხადა ნაზაროვმა.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინულმა ჯარებმა ბოლო ერთ დღეში 35 ოკუპანტი და რამდენიმე საბრძოლო მანქანა გაანადგურეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები