დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომლებსაც შეუძლიათ დარტყმები განახორციელონ რუსეთის ტერიტორიაზე, იქნება ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთი გამოდის მოწოდებით, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხდეს.
„ამისთვის ომის გაგრძელებაა საჭირო. ამისთვის საჭიროა უკრაინელი ნაციონალისტების შეიარაღების გაგრძელება, ისეთი იარაღით, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთის ფედერაციას. სწორედ ასეთ იარაღს მოითხოვს საჯაროდ ზელენსკი. ჩვენ ყველაზე სერიოზულად გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი უკვე აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით, სხეულითა და ტვინით, მაგრამ შორი მოქმედების იარაღის მიწოდება იქნება სერიოზული ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.