პოდოლიაკი: როგორც კი რუსეთის თავდასხმის პოტენციალი ამოიწურება, უკრაინა ქვეყნის სამხრეთ ნაწილს გაათავისუფლებს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ როგორც კი რუსეთის თავდასხმის პოტენციალი ამოიწურება, უკრაინა საკმარის ძალას დააგროვებს და ქვეყნის სამხრეთ ნაწილს აუცილებლად გაათავისუფლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, კრემლი ყველაფერს იყენებს ბრძოლაში, თუმცა დრო უკრაინის მხარესაა.

„რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობს სამხრეთელებში ჩამოაყალიბოს აზრი, რომ უკრაინამ დატოვა ისინი, მაგრამ ეს ასე არ არის. მთელი სამხედრო მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ შეაკავოს მტრის აგრესიული შეტევა ქვეყნის აღმოსავლეთში. კრემლი ყველაფერს იყენებს ბრძოლაში, მაგრამ დრო ჩვენს მხარესაა. როგორც კი რუსეთი დაიღლება და თავის შეტევით პოტენციალს დაკარგავს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთი აუცილებლად გათავისუფლდება. ეს არ არის ერთი დღის ან ერთი თვის საკითხი, მაგრამ არც ერთი წლის საკითხია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები