აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი.
მისი თქმით, საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა.
„ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ისევე როგორც ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებები, განავითაროს საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა. აშშ რუსეთს განიხილავს, როგორც ახლანდელ და უშუალო საფრთხეს გლობალური წესრიგისთვის. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, აშშ ხედავს, რომ ჩინეთს შეუძლია გლობალური უსაფრთხოება უფრო მეტად შეაფერხოს. საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა ბლინკენმა.