Reuters: თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან ბოსფორის გავლით მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ თურქეთის მაღალჩინოსანმა „როიტერსს“ განუცხადა.

„თურქეთიდან გასახსნელი დერეფნით გაჩნდა მოთხოვნა, რომ ამ მარცვლეულს მიეღწია მიზნობრივ ბაზრებზე. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – განაცხადა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

რუსეთსა და უკრაინაში ხორბლის გლობალური მარაგების თითქმის მესამედია წარმოდგენილი, უკრაინიდან ექსპორტის ნაკლებობა კი ხელს უწყობს მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისს.

თებერვალში, უკრაინის შავი ზღვის პორტების დაბლოკვის შემდეგ, 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული სილოსებშია ჩარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები