“უკრაინასთან ომი შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე გაგრძელდეს” – სახელმწიფო დუმა

რუსეთის სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი და საჰაერო სადესანტო ძალების ყოფილი მეთაური, ვლადიმერ შამანოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე გაგრძელდეს.

ამის შესახებ მან ოქსანა კრავცოვასთან ინტერვიუში თქვა.

მან აღნიშნა, რომ მთავარი შეცდომა (რომ უკრაინელები ოკუპანტებს ყვავილებით დახვდებოდნენ) რუსეთის ჯარებმა შეჭრიდან “პირველ ხუთ დღეში”იგრძნეს.

„დღეს ჩვენ უკვე დავძლიეთ ეს კომპონენტი, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“, – განაცხადა რუსმა სამხედრომ.

შამანოვის თქმით, უკრაინის „დემილიტარიზაციას“ „დენაზიფიკაციის“ პარალელურად, შესაძლოა, ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდეს.

ასევე, მისი აზრით, უკრაინაში რთული იქნება „ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც არ არის დასვრილი ამ ნეონაცისტებით“.

კითხვაზე, ხედავს თუ არა უკრაინას რუსეთის შემადგენლობაში, შამანოვმა თქვა, რომ “თუ ეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდება, რუსეთს უკრაინა არ დასჭირდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები