“ისინი, ვინც მოლდოვაში ნატო-ს ეძახიან, მე სახელმწიფო ღალატში მადანაშაულებენ” – დოდონი
კორუფციასა და სამშობლოს ღალატში ბრალდებულმა, მოლდოვის ექსპრეზიდენტმა, იგორ დოდონმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ნატო-ს რესპუბლიკაში ეძახიან, მას ღალატში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ მან კიშინიოვის სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელმაც მას 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.
“უცნაურია, მე მადანაშაულებენ სამშობლოს ღალატში, თუმცა, ახლა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გადავსებულია უცხოელი მრჩევლებით. უღირსობაა იმის მოსმენა, რომ მე სამშობლოს ვუღალატე მათგან, ვინც აქ ნატო-ს ეძახის”, – თქვა დოდონმა.
ასევე, დოდონმა ადვოკატების მეშვეობით საზოგადოებას შეატყობინა, რომ საკუთარი უდანაშაულობას დაამტკიცეს.
პოლიტიკოსმა სამართალდამცავი ორგანოების ქმედებას და მის დაკავებას „თეთრი ძაფებით შეკერილი პოლიტიკური საქმე“ უწოდა.