დოდონს 30 დღით შინაპატიმრობა შეუფარდეს
კიშინიოვის სასამართლომ კორუფციასა და სამშობლოს ღალატში ბრალდებული, მოლდოვის ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს 30 დღით შინაპატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ „კიშინიოვის სასამართლომ გადაწყვიტა, ნაწილობრივ დააკმაყოფილოს პროკურორების მოთხოვნა და იგორ ნიკოლაევიჩ დოდონს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 დღით შინაპატიმრობა იყოს გამოყენებული”.
დოდონი 24 მაისს პასიური კორუფციის, უკანონო გამდიდრების, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ პარტიის დაფინანსებისა და სამშობლოს ღალატის საქმეზე 72 საათით დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
25 მაისს მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.