დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, გავითავისოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე იმ რეალობისა და მოცემულობისთვის, რასაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა ჰქვია
„ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვდგავართ ევროპასთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე იმ მოცემულობისთვის, რასაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა ჰქვია.
„ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვდგავართ ევროპასთან და ჩვენი ერის არჩევანთან ყველაზე ახლოს. მნიშვნელოვანია, გავითავისოთ და გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე იმ რეალობისა და მოცემულობისთვის, რასაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა ჰქვია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.