რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის საოლქო ცენტრი დაბომბეს.

სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი შეეწირა, 7 დაშავდა.

ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

“ოკუპანტები რაიონულ ცენტრს ისევ ბომბავენ. წინასწარი ინფორმაციით, 7 ადამიანი დაშავდა, სამწუხაროდ, 4 დაიღუპა. ინფორმაცია ზუსტდება”, – დაწერა მან.

სინეგუბოვმა ხარკოვისა და რეგიონის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები