დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტით გამოაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტია. მას დეკლარაციული ხასიათი აქვს და მოკლედაა გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი. 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს კონსტიტუციის მიღებამდე დოკუმენტი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები