მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა.
როგორც მან ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში აღნიშნა, ის ელოდებოდა, რომ პატრიარქი კირილი ისტორიული მომენტის დროს, სიმტკიცეს გამოიჩენდა.
„ყველა ეკლესიისთვის შეუძლებელი იყო, არ დაეგმოთ ძალადობა და ომი უკრაინაში, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მსურს, რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილი იყვნენ ეს გამონაკლისები. მე არ ვიცი, როგორ შეუძლია მას გაიმართლოს თავი სინდისის წინაშე. მე ველოდებოდი, რომ ძმა კირილი ადგებოდა ამ კრიტიკულ ვითარებაში და თუ საჭირო იქნებოდა, მსხვერპლად გაიღებდა თავის ტახტს და პუტინს ეტყოდა: „ბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია თქვენ დაგეთანხმოთ და უნდა გადავდგე“ , – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.