ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულად ჩაითვალოს

FILE PHOTO: Plastic letters arranged to read "Sanctions" are placed in front the flag colors of EU and Russia in this illustration taken February 28, 2022. REUTERS/Dado Ruvic/Illustration

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულად ჩაითვალოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აღნიშნული ნაბიჯი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს საშუალებას მისცემს აქტივები ჩამოართვან იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაარღვევენ.

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად უკვე 12 წევრ ქვეყანაში ითვლება. 13 ქვეყანაში მსგავსი დარღვევა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულად ითვლება. 2-ში კი ამ დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილავენ.

ევროკომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში.

„ამ ინიციატივის ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ შემზღუდავი ზომების დამრღვევი ინდივიდუალური პირებისა თუ კომპანიების აქტივები კონფისკაციას დაექვემდებაროს“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკავშირმა ამ დრომდე 10 მილიარდი ევროს ფიზიკური აქტივები და 20 მილიარდ ევროზე მეტი რუსი ოლიგარქების საბანკო ანგარიშები გაყინა, რომლებიც კრემლს უკრაინაში მიმდინარე ომში დახმარებას უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები