ინფრასტრუქტურის მინისტრი: რუსთავში, ზუგდიდსა და ახალციხეში სპორტული კომპლექსები, ხოლო ქუთაისში ოლიმპიური აუზი შენდება

გამორჩეული იყო 2021 წელი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც, წარმატებულად დასრულებული საერთაშორისო სტანდარტების ხაშურისა და ფოთის სტადიონების და ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობის, ასევე, ზუგდიდის სტადიონის ადაპტაციის პარალელურად, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – რუსთავში, ზუგდიდსა და ახალციხეში დაიწყო სპორტული კომპლექსების, ხოლო ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, დაწყებულია სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა 2023 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად. 12-მდე მდებარეობაში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები