“უკრაინაში ომი, შესაძლოა ჩიხში შევიდეს” – გენერალი ბერონსი
ბრიტანეთის გაერთიანებული სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბერონსი ვარაუდობს, რომ უკრაინაში ომი, უახლოეს თვეებში, შესაძლოა ჩიხში შევიდეს.
ამის შესახებ BBC წერს.
მისი თქმით, ამჟამად სიმშვიდეზე საუბარი ნაადრევია, რადგან რუსული ჯარები მცირე ნაბიჯებით აღმოსავლეთ უკრაინაში წინ მიიწევიან.
ბარონსი ვარაუდობს, რომ შეტევა, შესაძლოა კულმინაციას ზაფხულში მიაღწიოს, მაგალითად, კრამატორსკის საბოლოო აღებით.
გენერლის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ან შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მიერ გარკვეული ტერიტორიის დათმობით, რაც ბევრისთვის, მორალური თვალსაზრისით, მიუღებელი იქნებოდა; ან უბრალოდ, საომარი მოქმედებებში პაუზა, სანამ მხარეები საცეცხლე ძალას არ გაზრდიან.