“მარიუპოლის ანექსირება, ფაქტობრივად დაწყებულია”- მერის მრჩეველი
რუსმა ოკუპანტებმა დროებით დაკავებული მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს.
ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
მისი თმით, მარიუპოლის ანექსირება, ფაქტობრივად დაწყებულია.
„ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის შესახებ ტოპ სიახლეები არ იქნება სრული, თუ არ დავამატებთ, რომ დღეს ე.წ. დონეცკის რესპუბლიკამ მარიუპოლსა და დონეცკის რეგიონის ახლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. პასპორტის გარეშე, რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო. მარიუპოლის ფაქტობრივი ანექსია დაიწყო“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
ვლადიმერ პუტინმა დღეს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, უკრაინის ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით მოხდება.