“ომი უნდა დასრულდეს არა დიპლომატიით, არამედ უკრაინიდან რუსეთის გამოდევნით” – ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, კალე ლაანეტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს მოიგებს, რუსეთისთვის კი ეს რეალური მარცხით უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ ERR წერს.
ესტონელმა მინისტრმა თქვა, რომ “დასავლეთი საბოლოოდ მიხვდა, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, არამედ ჩვენთვისაც”.
მისი თქმით, რუსეთის ჯარებს, შესაძლოა საკმარისი იარაღი ჰქონდეთ, მაგრამ საკითხავია, რა მდგომარეობაშია ისინი.
გარდა ამისა, ლაანეტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების საკითხთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
”თუ ყველა დასავლელი მოკავშირე თანმხდება, რომ ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, მაშინ ჩემთვის კითხვად რჩება – რატომ ვაჭიანურებთ? მივაწოდოთ შეიარაღება, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს მშვიდობიან მოქალაქეებში. ანუ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ეს ომი. არა დიპლომატიით. არამედ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის გამოდევნით”,- თქვა მან.