ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის ქალაქ შენჭენში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლისთვის გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს, დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. სპეციალური პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას მრავალფეროვანი ქართული ვაზის ჯიშებისა და საქართველოს მეღვინეობის რეგიონების შესახებ.

ღონისძიების მონაწილეებს 12 სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა მიეცათ. ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები