პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მაცხროვლებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების განკარგულებას მოაწერა ხელი.

შესაბამისი განკარგულება რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, 2019 წელს რუსეთმა მოქალაქეობის გამარტივებული გაცემა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრებთათვის დააწესა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები