“უკრაინას ჩინეთის პოლიტიკა აწყობს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ჩინეთის პოლიტიკით კმაყოფილია.
ამის შესახებ მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოკავშირით ისაუბრა.
”ვფიქრობ, ჩინეთმა, ამჟამად განზე ყოფნის პოლიტიკა აირჩია. მიმაჩნია, რომ უკრაინას ეს პოლიტიკა აკმაყოფილებს. ეს უკეთესია, ვიდრე რუსეთს დაეხმარო“, – თქვა მან.
ზელენსკის თქმით, მინდა მჯეროდეს, რომ ჩინეთი ზურგს უკან სხვაგვარ პოლიტიკას არ გაატარებს.
„მართალი გითხრათ, ჩვენ ეს სტატუს კვო გვაკმაყოფილებს“, – განაცხადა მან.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ნაბიჯებს, რომლებსაც ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ დგამდეს, თუმცა არც მხარდაჭერას ხედავს.
რუსეთზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის დასრულების მოსკოვის დაინტერესებას ვერ ხედავს.
”დიახ, მე ვერ ვხედავ. დაინტერესებას ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ არსებით საკითხებს“, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ერთადერთი დადებითი მომენტია ის, რომ მხარეებმა “აზოვსტალის” განბლოკვაზე დაიწყეს საუბარი და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე“.
”მეტ ნაბიჯებს ვერ ვხედავ,” – დასძინა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge