სანქციების გამო ბელორუსის ეკონომიკა 20%-ით შემცირდა
ბელორუსის პირველი ვიცე-პრემიერის, ნიკოლაი სნოპკოვის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ბელორუსის ეკონომიკა, დაახლოებით 20%-ით დააზარალა.
ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატისა და რესპუბლიკის საბჭოს ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.
“სანქციების გამო, იანვარ-აპრილში მშპ 2,1%-ით შემცირდა”, – ციტირებს სნოპკოვს Belta.
მისი თქმით,”მრეწველობის მეშვეობით სანქციები გავლენას ახდენს დაკავშირებულ სექტორებზე, განსაკუთრებით, საბითუმო ვაჭრობაზე და ტვირთის გადაზიდვაზე”.
“მშენებლობაზე სანქციებმა ირიბი გავლენა მოახდინეს – გარე დაფინანსების დახურვისა და შიდა წყაროების შევიწროების გამო, ფინანსური რესურსების ნაკლებობით გზით. საბითუმო ვაჭრობისა და ტრანსპორტის გარდა, მომსახურების სექტორში, ყველაზე მეტად დაზარალდნენ საბანკო სექტორი და ტურიზმთან დაკავშირებულ ყველა სფერო”,- თქვა მან.
სნოპკოვის თქმით, სანქციებისა და უკრაინის ბაზრის დაკარგვის გამო, წლის ბოლომდე, პროგნოზების მიხედვით, ექსპორტი, დაახლოებით 30%-ით შემცირდება, ფულადი თვალსაზრისით ზარალი, დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი იქნება.