“რუსეთთან მოლაპარაკებები იქნება, საკითხავია – რუსეთის რომელ პრეზიდენტთან” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობასთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, ერთადერთი საკითხია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან.

ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში ვიდეოჩართვის დროს თქვა.

„სამხედრო ნაწილის შემდეგ სამშვიდობო პროცესი იქნება, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია – ვისთან მოილაპარაკებს უკრაინა, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის სურვილზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს, თუ რა ხდება ამჟამად.

„ის ცხოვრობს საკუთარ საინფორმაციო სამყაროში და არ ესმის, რომ უკრაინა დათმობებზე არ წავა“, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება, „როდესაც ის მზად იქნება, რეალობაში გადავიდეს და გააცნობიეროს, რომ ბევრი ადამიანი იღუპება… მაშინ შეიძლება, ვცადოთ, თუ დიპლომატიური გზით სიარული ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ იქნება”.

ამასთან, მან თქვა, რომ, ომის შემდგომი სისხლიანი განვითარებით, უკრაინულ საზოგადოებაში მოლაპარაკების სურვილი „ყოველდღიურად იკარგება“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები