იაგო ხვიჩია: მეგონა, პარლამენტში აქამდეც დებატებში ვიყავით – დავაკვირდები და ადეკვატურობის ფარგლებში მოვიქცევი

“მეგონა, რომ აქამდეც დებატებში ვიყავით პარლამენტში, მაგრამ რატომღაც დღევანდელ დღეს დაარქვეს დებატები”,- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ის დებატებს დააკვირდება და ადეკვატურობის ფარგლებში მოიქცევა.

“მე მეგონა, რომ აქამდეც დებატებში ვიყავით პარლამენტში, მაგრამ რატომღაც დღევანდელ დღეს დაარქვეს დებატები – მე ასეთ შემთხვევაზე ვარ პირველად. დავაკვირდები, მათ შორის დავაკვირდები იმას, თუ ვის დაადებს ხელისუფლება ხელს, როგორც ქვეყნის მოღალატეს, გამყიდველს და ა.შ. და ადეკვატურობის ფარგლებში მოვიქცევი. მე ვიცი, რომ უკან-უკან მივდივართ, მაგრამ მაინტერესებს, მაინც რა დონეზე ვართ უკან წასულები. დღევანდელი დებატებით ეს გამოიკვეთება თუ არა არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში ამ კითხვაზე პასუხი იქნება ნათელი დასავლეთიდან”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები