რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 238 ბავშვი დაიღუპა, 433-ზე მეტი კი დაშავდა, -ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 149, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 104, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 50, ხერსონის ოლქში – 49, ნიკოლაევის ოლქში – 45, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.
”უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 173 მთლიანად განადგურებულია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge