რუსულ აგრესიას მარიუპოლში 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
ამის შესახებ CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ეს რიცხვი ეფუძნება იმ ოფიციალურ პირთა ინფორმაციას, რომლებიც ქალაქში დარჩნენ, მაგრამ არ გამორიცხა, რომ მსხვერპლი შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს.
ანდრიუშჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს დაღუპულთა დაკრძალვის პრობლემა.
მისი ინფორმაციით, მორგიდან ცხედრის წამოსაყვანად ახლობლებმა უნდა ჩაწერონ ვიდეო და თქვან, რომ მათი ნათესავი უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge