უკრაინაში დაღუპული რატი შურღაია სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი, რატი შურღაია მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

38 წლის ქართველი მებრძოლი 15 მაისს, ქალაქ იზიუმთან შეტაკებებისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ჯარისკაცმა კანტუზია კასეტური ბომბების ჩამოყრის შედეგად მიიღო. შურღაია ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები