ჩვენი ოპონენტები და მათი ლობისტები ცდილობენ, საქართველო იმისთვის დაისაჯოს, რომ ომში არ ვერთვებით. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს კანდიდატის წევრობაზე უარის თქმის მიზეზი და საფუძველი გახდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენი ოპონენტები და მათი ლობისტები ცდილობენ, საქართველო იმისთვის დაისაჯოს, რომ ომში არ ვერთვებით. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს კანდიდატის წევრობაზე უარის თქმის მიზეზი და საფუძველი გახდეს. რაც რადიკალურ ოპოზიციას, ომისა და ღალატის პარტიასა და მათ ლობისტებს უნდათ, რომ ეს იყოს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საფუძველი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ ის ომში არ ერთვება?! ამას გამოვრიცხავ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.