“მარიუპოლში, ნანგრევებში ასობით გახრწნილი ცხედარია ნაპოვნი” – მერია
მარიუპოლში, ნანგრევებში თითქმის 200 გახრწნილი ცხედარია ნაპოვნი.
ამის შესახებ Telegram- არხზე მარიუპოლის მერის პრესმდივანმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ დაწერა.
“მარიუპოლი. სამარხი. მშვიდობის გამზირზე მაღალსართულიანი შენობის ნანგრევებში თითქმის 200 მაღალი ხარისხის გახრწნის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების მიერ დაღუპულთა ცხედრების შეგროვებასა და შეფუთვაზე უარის თქმის გამო, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამუშაო ადგილი დატოვა. ცხედრები ადგილზეა. სუნი თითქმის მთელ კვარტალში იგრძნობა”, – წერს ანდრიუშჩენკო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge