პრემიერმინისტრმა Adani Group-ის დელეგაცია ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია

პრემიერმინისტრმა Adani Group-ის დელეგაცია ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა მთავრობის მეთაურის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

Adan Group მრავალეროვნული კონგლომერატია და მისი საქმიანობა მოიცავს პორტების მართვას, ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წარმოებას, სამთო მოპოვების, აეროპორტების ოპერირების და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს. Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გაუტამ ადანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები