უკრაინის პროკურატურა: ომს 234 ბავშვი ემსხვერპლა, 667-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე 234 ბავშვი დაიღუპა, 667-ზე მეტი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოზარდებში ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის, კიევის, ხარკოვს, ჩერნიგოვის, ლუგანსკის, ხერსონის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის რეგიონებშია.

“რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, მათგან 173 მთლიანად განადგურდა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ტერიტორიის ნაწილი კი ოკუპირებულია.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები