მიკოლაევში ავტომანქანებში დაცხრილული მოქალაქეების ცხედრები აღმოაჩინეს – მათ შორის ორი ბავშვია

მიკოლაევში აღმოაჩინეს სამოქალაქო მანქანები დასახიჩრებული და დაცხრილული ცხედრებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია “სამხრეთის” ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით წერს.

დაღუპული ადამიანები ნახეს რამდენიმე სამოქალაქო მანქანაში.

“ტექნიკის დაზიანება, წინასწარი მონაცემებით, მოწმობს დანაღმულ ტერიტორიაზე მანქანების აფეთქებას. ასევე, კოლონის დაბომბვას. ევაკუაციის მცდელობისას, ადგილობრივ მოსახლეობას რუსმა სამხედროებმა ჯერ უჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი დახვრიტეს ისინი, ვინც აფეთქებას გადაურჩა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დაღუპულთა შორისაა ორი, დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები