სალომე ზურაბიშვილი: რეალობა ერთია, არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი – საქართველოს გარეშე

“დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს: აფხაზური ენა და კულტურა ჩვენს თვალწინ ქრება!”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის თქმით, რეალობა ერთია – არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი – საქართველოს გარეშე.

“დღეს აფხაზეთის დღეა. დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ მითს, მცდარ წარმოდგენებსა და გამორჩენილ ფაქტებს, რაც ექსკლუზიურად საბჭოთა იმპერიის ნამოქმედარია, რომელიც განხეთქილებისა და დაყოფის დასათესად მუშაობდა. დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს: აფხაზური ენა და კულტურა ჩვენს თვალწინ ქრება!

თუმცა, რეალობა ერთია: არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი – საქართველოს გარეშე!”, – წერს ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები