ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული – რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ, ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მთავრობას მიზნად აქვს დასახული, საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად იქცეს.
“ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Ripple-ის გენერალურ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსთან, რომელსაც ბლოკჩეინის სამომავლო პერსპექტივების და რეგულირების შესახებ საქართველოს ხედვა გავაცანი. ბიზნესზე ორიენტირებული გარემოსა და ინოვაციური მიდგომების საშუალებით, მიზნად გვაქვს დასახული, რეგიონში ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ჰაბად ვიქცეთ. ვისაუბრეთ საქართველოს უნიკალურ გამოცდილებაზე, რადგან მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა”, – წერს პრემიერმინისტრი.
Great talks w/ @Ripple CEO @bgarlinghouse! Shared 🇬🇪's vision on future of blockchain & regulation. W/ business centric environment & innovative approach, we aim to evolve as a tech & innovations hub. Shared 🇬🇪's story as the 1st country to bring #Blockchain in public services. pic.twitter.com/x6NHoRLqml
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 23, 2022