ადვოკატი: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია

“ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით”,- ამის შესახებ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმითვე, დაკავებულს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.

„პოზიცია ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული. დიდი ალბათობით მომხდარს ვერ აცნობიერებს. ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, რაღაც სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია ფსიქიკურ პრობლემებთან გვქონდეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობისას მამაკაცმა მეუღლეს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. შემთხვევა გუშინ, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები