ავტობუსში კაცმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მეუღლეს ყელი გამოჭრა – დამნაშავე დაკავებულია

თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობისას მამაკაცმა მეუღლეს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გურამიშვილის გამზირზე მოხდა.

ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები