უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაზე ღირებულად უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს მიიჩნევს, მათ შორის სამხედრო პირების. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტერიტორიების დაბრუნება საზღვრების გარღვევამდე 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით გამარჯვება იქნება.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებს ინაუგურაციის მესამე წლისთავთან დაკავშირებულ ინტერვიუში განუცხადა.
„ვფიქრობ, რომ რა მადაც არ უნდა ჰქონდეს ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ფენას, ყველაზე მნიშვნელოვანი – შევინარჩუნოთ ადამიანები, სამხედროები. ეს მამაცი ხალხი, რომლებიც მზად არიან სიცოცხლე გაწირონ… ამიტომ არ უნდა ვიყოთ ხარბები ასეთ დროს, მაგრამ ეს მაინც არ არის ბოლომდე სამართლიანი. სამართლიანი იქნება, როდესაც ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. უბრალოდ არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ არის მიწები, სადაც ისინი შემოვიდნენ და ოკუპაცია მოახდინეს. დანაკარგების გარეშე, რომ გავიდეთ იმ სასაზღვრო ხაზამდე რაც 24 თებერვლამდე იყო, ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის. მაინც ყველაფერს დავიბრუნებთ. ჩვენ ხერხემალში გადავტეხეთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარი. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ეს. ფსიქოლოგიურად ისინი ფეხზე უახლოესი მომდევნო წლები ვერ წამოდგებიან. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენს სამხედროებსაც სურთ სიცოცხლე“ ,- განაცხადა ზელენსკიმ.