კარასინი აცხადებს, რომ ქართველ კოლეგებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. რეფერენდუმი განიხილა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგებთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.რეფერენდუმის საკითხი განიხილა.
ამის შესახებ მან საერთაშორისო ეკონომიკური სამიტის “რუსეთი – ისლამური მსოფლიო: KazanSummit 2022”-ის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოკლედ ვისაუბრეთ. ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც ჩვენს ქართველ პარტნიორებს აწუხებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, – დასძინა კარასინმა.